ლევან გორგაძეს მიზნამდე ერთი მოგებაღა აშორებს

AutoSharing Option
ტოკიოში, ზაფხულის ბაშოს ორი მესამედი მიილია. სუპერტურნირს დაუმარცხებლად ორი სუმოისტი ლიდერობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კისენოსატო.

დიდებულად ჭიდაობს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც რანგით მე-4 მაეგაშირაა. ქართველი ტრავმირებულია, მაგრამ მან მაინც შეძლო და 10 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, მიზნამდე - დადებით ბალანსამდე - ჩვენებურს ერთი მოგებაღა აშორებს დარჩენილ ხუთ ორთაბრძოლაში.

ლევანმა სოკოკურაი ცურიდაშის ილეთით (მეექვსე ილეთი გამოიყენა ბაშოზე) დაამარცხა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე შოჰოზანია (7:3 ურთიერთშეხვედრებში).

აი, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) კი უჭირს. მან მეექვსე ორთაბრძოლა დათმო (ჩიოოტორისთან) და ახლა მხოლოდ ერთი მარცხის
უფლება აქვს. გაგამარუს მომდევნო მეტოქე სოკოკურაია.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კაკურიუ-ოკინოუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (იორიტაოში), ტოჩინოშინი-სოკოკურაი (ცურიდაში), ჩიოოტორი-გაგამარუ (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
8-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)... 7-3: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4)... 4-6: გაგამარუ (მ 15)

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-კაისეი, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-იკიოი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, გაგამარუ-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ერთზე მეტს მოიგებს დიდი შანსია კომუსუბის ტიტულიც მოიპოვოს.
გაგამარუა ცუდ დღეში ერთზე მეტს თუ წააგებს გავარდება ელიტიდან
Irakli apkhaidze
15:48 17-05-2016
0

სიახლეები პოპულარული