სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: მარცხიანი სტარტი ტოკიოში

AutoSharing Option
ტოკიოს სუმოს მექა "კოკუგიკანში" დაიწყო წლის მესამე ბაშო, რომელსაც ზაფხულის (ნაცო) ბაშო ეწოდება. სამწუხაროდ, ქართველმა სუმოისტებმა მარცხით დაიწყეს სუპერტურნირში ასპარეზობა.

დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) თავიდან მოახერხა ოძეკი კოტოშოგიკუსთვის მისთვის მომგებიანი ბრძოლის სტილის თავს მოხვევა, მაგრამ კონტრილეთი გაეპარა მარცხნიდან.

დღეს ტოჩინოშინს დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი ელის, რომელსაც წინა ბაშოზე კარიერაში მეხუთედ მოუგო, თუმცა პირველად მას მერე, რაც მონღოლი იოკოძუნა გახდა.

მე-6 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ ტამავაშისთან დამარცხდა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიტატაიკია (6:4 ურთიერთშეხვედრებში).
ნაცუ ბაშო კი დიდი სენსაციით დაიწყო,
22 წლის მონღოლმა იჩინოჯომ სახელოვანი თანამემამულე ჰაკუჰო დაამარცხა.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): იჩინოჯო-ჰაკუჰო (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (უვატენაგე), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), გოეიდო-ტოინოშიმა (იორიკირი), ტამავაში-გაგამარუ (ოშიდაში).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ, გოეიდო-ამინიშიკი, კისენოსატო-იჩინოჯო, გაგამარუ-კიტატაიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული