თეიმურაზ ჯუღელმა დადებითი ბალანსი ბაშოს დასრულებამდე 4 დღით ადრე გაინაღდა

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს დასრულებამდე 4 დღით ადრე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) დადებითი ბალანსი და შესაბამისად, რეიტინგში წინსვლა დაიბევა! მან მე-11 მაეგაშირა ოსუნაარაში იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ახლა, მასზეა დამოკიდებული, რამდენად წაიწევს წინ რეიტინგში - მომდევნო მეტოქე იკიოია.

ოძეკის ტიტულის მფლობელ კოტოშოგიკუსთან ვერას გახდა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც კვლავ ოძეკის, ამჯერად, კისენოსატოს ეჭიდავება. ჩვენებურს 5-6 ბალანსი აქვს და მხოლოდ ერთი წაგების უფლება რჩება.

ბაშოს დაუმარცხებლად დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო- ტოიონოშიმა (კოტენაგე), კაისეი-ტერუნოფუჯი (იორიკირი),
გაგამარუ-ოსუნაარაში (იორიტაოში)

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ტერუნოფუჯი (სეკივაკე)...
8-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ამინიშიკი (მაეგაშირა 6), ოსუნაარაში (მ 11), ჩიოოტორი (მ 12), გაგამარუ (მ 15)... 5-6: ტოჩინოშინი (მ 4).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-ტოიონოშიმა, მიოგირიუ-კაისეი,გაგამარუ-იკიოი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული