ლევან გორგაძე ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, წინა ხუთ ბაშოზე ტრიუმფული სვლის (4 ტურნირის მოგება და კარგი გამოსვლა ნოემბრის ბაშოზე ელიტაში) შემდეგ პირველ მაეგაშირად დაწინაურებული ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) არ აღმოჩნდა მზად პროფესიული სუმოს უძლიერეს ფალავნებთან ტოლ-სწორად საბრძოლველად.

ახალი წლის ბაშოს დასრულებამდე სამი საბრძოლო დღე კიდევ რჩება, მაგრამ ჩვენებურმა უკვე "გაინაღდა" უარყოფითი ბალანსი და რეიტინგში უკუსვლა. მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) მან ბრაზილიელ კაისეისთან ბრძოლაში გაიფორმა.

12 დღის შემდეგ ტოკიოს ბაშოს დაუმარცხებლად მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 2-2 მოგებით უსწრებს. ასე რომ, ის იმპერატორის თასის
33-ედ მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ძურიოს დივიზიონში მე-9 ორთაბრძოლა მოიგო. მან ჰატაკიკომით დაიეიშო დაამარცხა და ახლა ჩიოოს ხვდება. გაგამარუს ბალანსი 9-3-ია.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო (უვატენაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაისეი-ტოჩინოშინი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)... 4-8: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1)

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, გოეიდო-ენდო, ტოჩინოშინი-ოკინოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული