ლევან გორგაძემ ახალი წლის ბაშოზე წაგებათა ლიმიტი ამოწურა

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე ორი მესამედი მიილია და დასანანია, რომ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) წაგებათა ლიმიტი უკვე ამოწურა. ლევანი კომუსუბის ტიტულის მფლობელ ტაკაიასუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინს 3-7 ბალანსი აქვს და მორიგი მარცხი რეიტინგში უკან დახევს. შეგახსენებთ, რომ ახლა ის დასავლეთის პირველი მაეგაშირაა. მისი მომდევნო მეტოქე დასავლეთის სეკივაკე იჩინოჯოა.

ძურიოს დივიზიონში მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), ვინც კაგაიაკისთან ოშიდაშით დამარცხდა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ჩიომარუა. გაგამარუს 8-2 ბალანსი აქვს და რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (კატასუკაში), კაკურიუ-იჩინოჯო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ
(ოშიდაში), კისენოსატო-ენდო (იორიკირი), გოეიდო-ამინიშიკი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ტოჩინოშინი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 3-7: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-ამინიშიკი, ტოჩინოშინი-იჩინოჯო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული