ახალი წლის ბაშოზე 0-4 და 4-0 ქართული ბალანსებია

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე 4 დღე მიილია, მაგრამ პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ჯერ მოგება არ უზეიმია. გამარჯვება მართლაც სენსაცია იქნებოდა, რადგან პირველი სამი დღე ის სამ დიდ ჩემპიონს შეხვდა, ახლა კი ქართველის მეტოქე ჩემპიონი კისენოსატო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა.

0-4, ასეთია ჩვენებურის ბალანსი, მომავალი მეტოქე კი კიდევ ერთი ჩემპიონი გოეიდო გახლავთ.

ძურიოს დივიზიონში დიდებულად ასპარეზობს ძურიოს მეორე ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ჩვენებურს უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება სურს და 4-0 ბალანსით იწონებს თავს.

გაგამარუმ ვეტერან ვაკანოსატოს აჯობა ოშიდაშით და ახლა ძურიოს მე-6
ნომერ ტამაასუკას დაეჭიდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი (სუკუინაგე), კაკურიუ-იკიოი (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ენდო (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), იჩინოჯო-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), გოეიდო-ტოჩიოძანი (ოკურიდაში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-იკიოი, კოტოშოგიკუ,ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-გოეიდო, კისენოსატო-აოიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული