ლევან გორგაძეს მიზნის მიღწევამდე ერთი მოგება რჩება

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე მე-7 გამარჯვება იზეიმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). მან მე-16 მაეგაშირა კოტოიუკის აჯობა. ახლა ჩვენებური კიდევ ერთ მე-16 მაეგაშირას, ჩიომარუს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ბაშოს დასრულებამდე 5 დღით ადრე დაიბევებს დადებით ბალანსს და შესაბამისად, რეიტინგში წინსვლას.

მეორე დივიზიონ ძურიოში თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) მონღოლმა ასასეკირიუმ უვატედაშინაგეს ილეთით აჯობა. ჩვენებურს 4-5 ბალანსი აქვს და დღეს საკიგაკეს ხვდება.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ცუკიოტოში), ჰაკუჰო-იჩინოჯო (უვატედაშინაგე), კაკურიუ-აოიამა (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-კოტოიუკი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: კაკურიუ (იოკოძუნა)
8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა),
კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11)
7-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ოკინოუმი (მ 7), ტოჩინოშინი (მ 8), სოკოკურაი (მ 14).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-გოეიდო, ტოჩინოშინი-ჩიომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული