ლევან გორგაძის მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი ბაშოს მე-8 დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა დათმო. ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, მან ტოიონოშიმასთან იორიკირის ილეთით წააგო.

რომ არა ეს მარცხი, შესაძლოა, ქართველი იმპერატორის თასისთვის ბრძოლაშიც ჩართულიყო. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კოტოიუკის მასავით 6-2 ბალანსი აქვს, დადებითი ბალანსის დასაბევებად ქართველ სუმოისტს ორი მოგება ყოფნის.

ძურიოს დივიზიონში იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც ძურიოს პირველი ნომერი კაგამიო დაამარცხა. ჩვენებურს 4-4 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე ძურიოს მე-7 ნომერი, მონღოლი ასასეკირიუა.

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-იკიოი (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი
(იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), ტაკაიასუ-გოეიდო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
8-0
: კაკურიუ (იოკოძუნა)
7-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11)... 6-2: ტოჩინოშინი (მ 8).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-იჩინოჯო, კაკურიუ-აოიამა, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, კისენოსატო-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-კოტოიუკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული