თეიმურაზი VS შოთა - 1:1

AutoSharing Option
სუმოს ელიტას შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) თითქმის სულ გაფანტა მოგებათა მარაგი. ამის მიზეზი ზედიზედ სამი მარცხია. ბოლოს ქართველი იაპონელ შოთა ენდოსთან დამარცხდა უვატენაგეს ილეთით.

გაგამარუს ჯერაც დადებითი ბალანსი აქვს (6-5), მაგრამ ნიშნები საგანგაშოა - დღეს მისი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ტაკანოიავაა, რომელსაც კარიერაში პირველად უნდა შეხვდეს.

ლიდერთა სამეული ასეთია: დაუმარცხებელია დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მას ერთი მარცხით კვალში ჩემპიონი კაკურიუ მიჰყვება, მესამე კი ენდოა.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოოშუ (უვატენაგე), კაკურიუ-ტაკეკაძე (ცუკიდაში), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ოშიდაში), ენდო-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-1: კაკურიუ (ოძეკი)
9-2: ენდო (მ 10)... 6-5: გაგამარუ (მ 12).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-ენდო, კისენოსატო-კოტოოშუ, კაკურიუ-შოჰოზანი, გაგამარუ-ტაკანოიავა.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზი VS შოთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული