ლევან გორგაძე ნოემბრის ბაშოზეც ვერ იჭიდავებს

AutoSharing Option
10-დან 24 ნოემბრამდე ფუკუოკა 2013 წლის უკანასკნელ ბაშოს უმასპინძლებს. პარასკევს, ტრადიციულად, გამოქვეყნდა სუპერტურნირის პირველი ორი დღის გრაფიკი.

შეგახსენებთ, რომ ელიტურ დივიზიონში მხოლოდ ერთი ქართველი ჭიდაობს - გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგით იასპარეზებს.

კვირას ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი 31 წლის იოშიკაძეს დაუპირისპირდება, რომელთანაც პირად შეხვედრებში 3:6-ს აგებს. ასპარეზობის მეორე დღეს გაგამარუს მეტოქე მე-14 მაეგაშირა კიოკუშუჰოა.

სამწუხაროდ, ბაშოდან მოიხსნა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). 26 წლის ქართველი ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა. ის ძურიოს დივიზიონსაც გამოემშვიდობება. ტოჩინოშინი ორივე დივიზიონის ერთადერთი რიკიშია, რომელიც ტურნირის
დაწყებამდე გამოეთიშა ბაშოს.

ასევე იხილეთ:
ქართველი სუმოისტები გავარდნის საფრთხის წინაშე არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული