ბექა იმერლიშვილი არმავირის ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა

AutoSharing Option
რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში ჩატარდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის, აშოტ მარქარიანის პრიზზე მეათე საერთაშორისო ტურნირი სამბოში.

10 წელიწადია, ამ ტურნირს თავად ბიზნესმენი და სპორტსმენი აშოტ მარქარიანი აფინანსებს.

საიუბილეო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ქართველმა სამბისტებმა: ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ), კახა მამულაშვილმა (74 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

ყველაზე დიდ წარმატებას კი ნორიოელმა სამბისტმა ბექა იმერლიშვილმა (68 კგ) მიაღწია, რომელიც 2010 წლის შემდეგ მეორედ გახდა არმავირის ტურნირის გამარჯვებული.

სულ ჩვენებს 3 ოქრო აქვთ მოპოვებული ამ 10 წელიწადში.
აქედან 2 ოქრო ბექა იმერლიშვილის ანგარიშზეა. ერთი კი შარშან მოიპოვა წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ).

იმერლიშვილმა არმავირში ფულადი პრემია, 2000 დოლარი დაიმსახურა.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული