ევროპის ჩემპიონატი უჩემპიონოდ და 7 მედლით დავასრულეთ

AutoSharing Option
იტალიურ კრემაში დასრულდა სამბისტთა ევროპის პირველობა სამბოში, სადაც საქართველოს ნაკრები ოქროს გარეშე დარჩა, თუმცა 7 მედალი კი მოიპოვეს - 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

აქედან 1 ბრინჯაო ქალთა გუნდის მონაგარია - კონტინენტის პრიზიორი შორენა შარაძე (64) გახდა, რომელმაც შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

ვაჟებიდან ვერცხლის მედლებს ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ნიკოლოზ კუცია (82) და ნოდარ მეტრეველი (100) დაეუფლნენ. ამათგან ჩიდრაშვილი ფინალში ბელარუს არიფ ბაგიროვთან დამარცხდა, სხვებზე კი ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

ბრინჯაოს მედალოსნები უშანგი კუზანაშვილი (62), კახა მამულაშვილი (74) და ლაშა გურული (100). ამათგან
კუზანაშვილი და მეტრეველი ევროპის შარშანდელი ჩემპიონები არიან (კუზანაშვილი - ქვედა წონაში), თუმცა ტიტული ვერ შეინარჩუნეს.

ისე მოხდა, რომ კვირას და ორშაბათს მოჭიდავე ქართული სამეულებიდან ყველამ მოიპოვა მედალი. ასეთი შედეგის ჩვენება შაბათსაც შეგვეძლო, მაგრამ მიზნამდე თითო მოგება დაგვაკლდა. მაშინაც საჭიდაოდ სამი ქართველი გავიდა - გივი ნადარეიშვილი (52), ლევან ნახუცრიშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90), რომლებმაც დამამშვიდებლის ფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ. ასევე მეხუთეზე გავიდა ქალთა ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ირინა ლეონიძეც (80).

ასევე იხილეთ:
ქართველმა სამბისტებმა ევროპის პირველობაზე 4 მედალი დაისაკუთრეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული