თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატია

AutoSharing Option
8-10 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ ტურნირში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას ლერი ჯიხვაშვილი (48), გიორგი საჩალელი (52), ლაშა გიუნაშვილი (56), გიორგი კაცია (60), გოჩა ვარძელაშვილი (65), მიხეილ ჩოხელი (70), შმაგი შარიფაშვილი (75), ბექა რატიანი (81), ალექსანდრე მილდიანი (87), სლავა რეზესიძე (+87) დაიცავენ, ახალგაზრდულ გუნდში კი გივი ნადარეიშვილი (48), ვაჟა ლატარია (52), გენადი ჩირგაძე (57), გიორგი ტაბატაძე (62), ზვიად კაპანაძე (68), ზებედა რეხვიაშვილი (74), ვახტანგ სარაჯიშვილი (82), ზაზა დავაძე (90), არჩილ შინჯიკაშვილი (100) და
ლევან მუქერია (+100) იჭიდავებენ.
ჩვენი გუნდები ამჟამად გლდანში, ოლიმპიური მზადების ცენტრში გადიან შეკრებას, თავად მსოფლის ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი კი უკვე დაადასტურა 20-მა ნაკრებმა, თუმცა საქართველოს სამბოს ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა 30-35-მდე გაიზრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული