ახალი რეიტინგი: ხინჩეგაშვილმა პირველობა შეინარჩუნა, პეტრიაშვილმა - დაკარგა!

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე 57 კგ-ში რეიტინგის ლიდერად წარდგა, ოლიმპიური ჩემპიონობის ხარჯზე პირველობა შეინარჩუნა.

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი, რომელიც ხინჩეგაშვილის მსგავსად, რიოს ოლიმპიადაზე რეიტინგის ლიდერად გამოვიდა, მაგრამ ბრინჯაოს დასჯერდა, რეიტინგში ორი ადგილით დაქვეითდა და ამჟამად მესამეა.

ხინჩეგაშვილისა და პეტრიაშვილის გარდა, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში კიდევ 8 ქართველია: 61 კგ-ში ბექა ლომთაძე მე-7-ეა, შოთა ფარტენაძე კი - მე-19.

კიდევ ერთი ოლიმპიელი ზურაბ იაკობიშვილი 65 კგ-ში მე-11-ეა. 70 კგ-ში მე-5-ეა დავით ტლაშაძე. ოლიმპიელი იაკობ მაკარაშვილი 74 კგ-ში მე-13-ეა.

86 კგ-ში დავით მარსაგიშვილი მე-15, ხოლო სანდრო ამინაშვილი მე-17 პოზიციაზე არიან. 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე მე-5 პოზიაციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული