ჭიდაობა

ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი "ევროპის თასის" გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) მინსკში "ევროპის თასის" გამარჯვებული გახდა.

ლიპარტელიანმა ფინალში ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იპონით დაამარცხა.

ფინალამდე ჩვენებურმა რუსი ალექსეი კაზაჩკოვი, ჩილელი ტომას ბრიცენო, ებრაელი პეტერ პალტჩიკი და უკრაინელი ანტონ სავიტსკი დაამარცხა.

81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა.