ბაადურ ჯობავა მინსკში ევროპული ჯილდოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაიწყება მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი ბლიცში - თითოეული პარტიისთვის მონაწილეებს მიეცემათ 3-3 წუთი ყოველ სვლაზე 2-2 წამის დამატებით. ჩემპიონსა და პრიზიორებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს შეწყვილებული პარტიებით.

ჯილდოებისთვის 30 ქვეყნის 660 წარმომადგენელი (76 დიდოსტატი) იბრძოლებს, მათ შორის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ბაადურ ჯობავა. იგი კლასიკურ ჭადრაკში კონტინენტის პირველობების ვერცხლისა (2010) და ბრინჯაოს (2009) პრიზიორია, 2011 წელს კი სწრაფ ჭადრაკში (თითოეულ პარტიაზე 15-15 წუთი, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ქართველი დიდოსტატი მეტოქეობას გაუწევს
მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს - დავიდ ნავარას (ჩეხეთი), რაუფ მამედოვს, შაჰრიარ მამედიაროვს (ორივე - აზერბაიჯანი), დმიტრი იაკოვენკოს (რუსეთი), დაბრიელ სარგისიანს, სერგეი მოვსესიანს (ორივე - სომხეთი), ილია სმირინს (ისრაელი), ლორენ ფროსინეს (საფრანგეთი) და სხვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული