ბაადურ ჯობავას ორიდან ორი მოგება აბუ დაბის საერთაშორისო ფესტივალზე

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გუშინწინ დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი. ოსტატთა ტურნირის მთავარი პრიზია 12.000 ამერიკული დოლარი, მეორე-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 7.000-5.000-3.000 და 2.000 დოლარით დაჯილდოვდებიან. სულ ფულადი პრიზი 10 საუკეთესო მოჭადრაკეს გადაეცემა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია უნგრელი ზოლტან ალმაში (2702). ტურნირზე რეიტინგით მეოთხეა ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2664). პირველ ტურში იგი ერაყელ აკარ ალი სალიხს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე შეჯიბრებაზე არ ჩამოვიდა და ჩვენებურს გათამაშების ცხრილში პირველი ქულაც ჩაეწერა. ასევე, უბრძოლველად მიენიჭა ქულა ინდოელ კელხარ აბჰიჩეკს, რადგან ლატვიელმა იგორ კოვალენკომაც ზურგი
აქცია ტურნირს.

ფავორიტთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ზოლტან ალმაში (უნგრეთი)-აჰია როჰანი (ინდოეთი) 1:0, დავიდ გევორქიანი (სომხეთი)-იური კრივორუჩკო (უკრაინა) 0:1, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი)-რაკეშ კულკარნი (ინდოეთი) 1:0, სინან სიუგიროვი (რუსეთი)-მოჰამედ ტისირი (მაროკო) 1:0.

24 აგვისტოს, მეორე ტურში ჯობავამ უნგრელ ადამ ხორვატს აჯობა, კრივორუჩკომ სური ვაიბჰავის (ინდოეთი) სძლია, რუსმა ანტონ ტიმოფეევმა თანამემამულე სიუგიროვს გააჩერებინა საათი, ზოლტან ალმაში შავი ფიგურებით ვლადიმირ ბელოუსთან (რუსეთი) დამარცხდა.

ორი ტურის შემდეგ 19 მოჭადრაკე უდანაკარგოდ მეწინავეობს. მესამე ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ჰოვანეს გაბუზიანს (სომხეთი) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული