მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველებმა პირველ ადგილზე გადაინაცვლეს

AutoSharing Option
ჩინეთში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი 10 ნაკრების მონაწილეობით.

შეჯიბრების სტარტზე რუსებთან ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, გუშინ, მეორე ტურში ქართველმა დიდოსტატებმა ეგვიპტელებს მშრალი ანგარიშით მოუგეს - 4:0 (აიაჰ მოატაზი-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-შაჰენდა ვაფა 1:0, ამინა შერითი-მერი არაბიძე 0:1, შარუკ ვაფა-სალომე მელია 0:1).

პირველ ტურში პოლონელებთან მარცხის გამო უკრაინელებმა ჯავრი ყაზახებზე იყარეს: მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მარია ჟუკოვამ და ექსჩემპიონმა ანა უშენინამ ჟანსაია აბდუმალიკსა და გულისკან ნახბაიევას სძლიეს, ინა გაპონენკომ მადინა დავლეტბაიევას აჯობა, ხოლო ევროპის ჩემპიონი ნატალი ჟუკოვა გულნარა დაულეტოვას
დაუზავდა. საბოლოოდ უკრაინამ 3,5:0:5 გაიმარჯვა.

დანარჩენი სამი შეხვედრა: ინდოეთი-ჩინეთი, რუსეთი-სომხეთი, პოლონეთი-აშშ ფრედ დამთავრდა.

ორი ტურის შემდეგ: საქართველო-3 (მოჭადრაკეთა მონაგარი-6 ქულა), პოლონეთი-3 (5,5), ჩინეთი-3 (5), აშშ-3 (5), რუსეთი- 2 (4), უკრაინა-2 (4), ყაზახეთი-2 (3), ინდოეთი-1 (3,5), სომხეთი -1 (3), ეგვიპტე-0 (1) ქულა.

21 აპრილს, მე-3 ტურში ითამაშებენ: უკრაინა-ინდოეთი, აშშ-ყაზახეთი, საქართველო-პოლონეთი, სომხეთი-ეგვიპტე, ჩინეთი-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული