მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველო რუსეთს დაუზავდა

AutoSharing Option
19 აპრილს  ჩინეთში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მათ შორისაა საქართველოს ნაკრები: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე (კაპიტანი დავით ჯოჯუა, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა).

წილისყრით სტარტზე საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე ხოტენაშვილმა ორგზის ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა დაამარცხა, ჯავახიშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ არაბიძე და მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი ნატალია პოგონინა. ყველასთვის მოულოდნელად, ბაციაშვილი შავი ფიგურებით ალექსანდრა გორიაჩკინას დანებდა. საბოლოოდ ფრე - 2:2.

პირველსავე ტურში
ორი სენსაცია დაფიქსირდა: ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის ნაკრები პოლონელებმა გაანადგურეს - 3.5:0.5, ხოლო ინდოელებმა ყაზახებთან წააგეს - 1.5:2.5.

დანარჩენ ორ მატჩში ამერიკელებმა ეგვიპტელებს 3:1 აჯობეს, ჩინელებმა კი ასეთივე ანგარიშით სომხებს სძლიეს.

20 აპრილს, მე-2 ტურში ითამაშებენ: ინდოეთი-ჩინეთი, რუსეთი-სომხეთი, ეგვიპტე-საქართველო, პოლონეთი-აშშ, ყაზახეთი-უკრაინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული