საქართველოს დელეგაცია ჩინეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

AutoSharing Option
ჩინეთის პროვინციულ ქალაქ ჩენდუში 19 აპრილს დაიწყება და 28 აპრილამდე გაგრძელდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 10 ქვეყნის (უკრაინა, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, საქართველო, პოლონეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აშშ, ეგვიპტე) წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქართველოს დელეგაცია (ხელმძღვანელი - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) ჩინეთში დღეს, 17 აპრილს გაემგზავრება.

ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია და მერი არაბიძე (კაპიტანი დავით ჯოჯუა, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული