უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსი მეტოქის მძლეველი მოჭადრაკე ორდენით დააჯილდოვა

AutoSharing Option
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარია მუზიჩუკს ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუს მეტოქესთან გამარჯვება პირადად მიულოცა და ორდენით "დამსახურებისთვის" დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ სოჭში გამართული ტურნირის ფინალში მარიამ მასპინძელ ნატალია პოგონინას ანგარიშით 2,5-1,5 სძლია.

ჩემპიონის დაჯილდოებისას, უკრაინის პრეზიდენტმა ამ გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ფანტასტიკური გამარჯვებისთვის. ასევე, სასიამოვნო და სიმბოლურია, რომ ტიტული სწორედ რუსეთში მოიპოვეთ.

ვოცნებობ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ვიბრძოდეთ და ვლოცულობდეთ გამარჯვებისთვის მხოლოდ სპორტში, რათა ბოლოს და ბოლოს, დაისადგუროს მშვიდობამ ჩვენს მიწა-წყალზე", - განაცხადა პოროშენკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული