საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, აშშ-ის, ეგვიპტისა და ინდოეთის მოჭადრაკე ქალთა ნაკრებები 18-29 აპრილს გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელსაც ჩინური ჩენგდუ უმასპინძლებს.

გაირკვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), ნინო ბაციაშვილი (2475), სალომე მელია (2459) და მერი არაბიძე (2374).

მთავარი მწვრთნელია საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა, გუნდის კაპიტანი - დავით ჯოჯუა. სწორედ მათი ხელმძღვანელობით ემზადება გუნდი ბორჯომში. პირველი ტური ჩინეთში 19 აპრილს გაიმართება. 24 აპრილი დასვენების დღეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებთ გოგონებო!
sano
12:06 08-04-2015
0

სიახლეები პოპულარული