ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
მარტის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ 31 მარტს მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალებში პირველ ადგილზე გადაინაცვლა ჩინელმა ჰოუ იფანმა (2686), რომელმაც სოჭში ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და საკუთარი ნებით დათმო ტიტული.

2075 პუნქტით მეორეზეა უნგრელი იუდით პოლგარი, რომელიც აქტიურ ჭადრაკს შარშან ჩამოშორდა.

საუკეთესო ათეულში შემდეგ მოდიან ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (2570), ძიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2532), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529).

ქართველთაგან პირველ ასეულში,
ძაგნიძის გარდა, არიან: 14. ბელა ხოტენაშვილი (2513), 25. ლელა ჯავახიშვილი (2481), 30. ნინო ბაციაშვილი (2473), 36. სალომე მელია (2459), 38. ნინო ხურციძე (2457). 95. მერი არაბიძე (2374), 99. სოფიკო გურამიშვილი (2367).

ვაჟთა ათეულში არიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2863), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2802), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2798), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2798), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2794), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2791), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), ვესლი სოუ (აშშ, 2788), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2770).

2699 პუნქტით ბაადურ ჯობავა 47-ეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული