მერი არაბიძე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

AutoSharing Option
სოჭში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით.

გასულ უქმეებზე საუკეთესო ოთხეულის ვინაობა გაირკვა. ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე ინდოელ ჰარიკა დრონავალის დაუპირისპირდა.

2012 წლის ნახევარფინალისტთან ჩვენებურის პირველი პარტია ყაიმით დასრულდა. მეორე კლასიკურში აზიელი თეთრებით თამაშობდა. კარგა ხნის განმავლობაში დაფაზე საყაიმო პოზიცია იყო, მაგრამ ჰარიკამ ისარგებლა არაბიძის მსგავს ტურნირებში გამოუცდელობითა და შეცდომებით და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

ინდოელი კიდევ ერთხელ გავიდა ნახევარფინალში, სადაც უკრაინელ მარია მუზიჩუკს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა ტაიბრეიკებში 1,5:0,5 აჯობა ჩემპიონატის რეიტინგფავორიტს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰამპი კონერუს (ინდოეთი). ასევე, ტაიბრეიკებში მოუგო ორგზის
ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი) ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2,5:1,5), ხოლო ნატალია პოგონინამ (რუსეთი) - ჟაო სიუეს (ჩინეთი, 1,5:0,5). მეორე ნახევარფინალურ წყვილში კრამლინგი და პოგონინა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

მეხუთე რაუნდის გუშინდელი პირველი ტურის პარტიები ასე დამთავრდა: მუზიჩუკი-დრონავალი 0.5:0.5, კრამლინგი-პოგონინა 1:0. დღეს კლასიკური პარტიებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული