მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: არაბიძე ჰარიკას დაუზავდა

AutoSharing Option
სოჭში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით. 26 მარტს მეოთხე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს მერი არაბიძისა და ინდოელი ჰარიკა დრონავალის პაექრობა იწვევდა. მეტოქეები ორთაბრძოლის გაუმწვავებლად მე-15 სვლაზე დაზავდნენ.

ტურნირის ერთგვარი სენსაცია იყო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ფიდეს რეიტინგით მესამე ადგილზე მყოფი ჰამპი კონერუს (ინდოეთი, 2581) მარცხი უკრაინელ მარია მუზიჩუკთან (2526), რომელიც კლასიფიკაციით მეთორმეტეა.

მუზიჩუკმა 29-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა. ყაიმზე შეთანხმდნენ ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი) და ანა მუზიჩუკი (უკრაინა); ჩინელმა ჟაო სიუემ შავი ფიგურებით
ნატალია პოგონინას (რუსეთი) აჯობა.

27 მარტს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული