მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ოთხი ქართველი მეორე რაუნდში

AutoSharing Option
ექვსი ქართველი დიდოსტატი ჩაება სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც ნოკაუტ-სისტემით ტარდება.

უკვე ვწერდით, რომ ასპარეზობის პირველ წრეში ბელა ხოტენაშვილმა 1.5:0.5 აჯობა კუბრა ოზთურქს (თურქეთი) და 20 მარტს მეორე წრეში ბაირა კოვანოვას (რუსეთი) მძლეველ ჰუან ქიანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება.

სალომე მელიას და ინდონეზიელი ირინე ხარიშმა სუკანდარის კლასიკური პარტიები ყაიმით დასრულდა. 19 მარტს ქართველმა მოჭადრაკემ ტაიბრეიკების ორივე 25-წუთიანი პარტია მოიგო და მე-2 წრეში ჩინელ ჟაო სიუესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ქართველთაგან ძლიერი მეტოქე ჰყავ
და მერი არაბიძეს - გერმანელი ელიზაბეტ პეტცი. ჩვენებურისა და ალემანის კლასიკური და 25-წუთიანი შეხვედრები ზავით დასრულდა, 10-წუთიან პარტიებში მერიმ იმარჯვა და მეორე წრეში კუბელ მარერო ლოპესს ეთამაშება. ეს უკანასკნელი პირველ წრეში კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზაზე სომეხ ელინა დანიელიანს გადაეღობა.

წილისყრამ, სამწუხაროდ, სტარტზევე დაუპირისპირა ერთმანეთს ორი ქართველი დიდოსტატი - ლელა ჯავახიშვილი და სოფიო გურამიშვილი. მეტოქეებმა თითო კლასიკური პარტია მოიგეს, 25-წუთიანები მშვიდობიანად დასრულდა, ორი ათწუთიანიდან ერთი ჯავახიშვილმა მოიგო, ერთი ყაიმით დამთავრდა და მომდევნო წრეში ლელა გავიდა, სადაც მას ჩინელი თან ჟონი ელის.

გურამიშვილი შეჯიბრებას გამოეთიშა. მისი ბედი გაიზიარა ეკატერინე კოვალევსკაიასგან (რუსეთი) ძლეულმა (1.5:0.5) ნინო ხურციძემ.

მეორე რაუნდის პირველი ტურის პარტიები 20 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული