მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველ ტურში მხოლოდ ორი დამარცხდა

AutoSharing Option
სოჭში 17 მარტს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც პლანეტის 64 უძლიერესი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება.

ჩემპიონს ექვსრაუნდიანი პაექრობები გამოავლენს. მათგან ხუთ ეტაპზე მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, როგორც ვწერდით, გამარჯვებულებს ტაი-ბრეიკები გამოავლენს.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ექვსი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს. პირველი წრის პირველ ტურში თეთრი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილმა თურქი კუბრა ოზთურქი დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა, ასევე თეთრებით, თანამემამულე სოფიკო გურამიშვილს სძლია.

ჩვენებურთა დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: მერი არაბიძე-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია)
0,5:0,5, ირინე კარიშმა სუკანდარი (ინდონეზია)-სალომე მელია 0,5:0,5, ნინო ხურციძე-ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 0:1.

18 მარტს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული