თბილისი 15 თებერვლიდან ჭადრაკში მსოფლიოს გრან პრის უმასპინძლებს

AutoSharing Option
ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი 15 თებერვლიდან ფიდეს ვაჟთა მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპს უმასპინძლებს.

2014-15 წლების გათამაშებაში უკვე ორი რაუნდი გაიმართა ბაქოსა და ტაშკენტში. შეჯიბრებაში სულ 16 დიდოსტატი მონაწილეობს. ზოგმა ორში, ზოგმაც ერთ ტურნირში იასპარეზა.

დღეისთვის მდგომარეობა ასეთია: ფაბიანო კარუანა (იტალია, 2 ტურნირში ითამაშა) - 230 ქულა, ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2) - 207, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2) - 190, ბორის გელფანდი (ისრაელი, 2) - 170, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2) - 160, სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2) - 157,
თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2) - 100, ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 1) - 82, პიოტრ სვიდლერი, (რუსეთი, 1) - 82, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 1) - 82, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 1) - 75, ბაადურ ჯობავა (საქართველო, 1) - 75, რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 1) - 50, ანიშ გირი (ჰოლანდია, 1) - 40, დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 1) - 30, ლენიერ დომინგესი (კუბა, 1) - 10 ქულა.

15-28 თებერვალს (19 და 23 თებერვალი დასვენების დღეებია) თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 12 დიდოსტატი ითამაშებს. ესენი არიან: ალექსანდ გრიშჩუკი (რეიტინგი - 2810), ანიშ გირი (2797), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2775), შაჰრიარ მამედიაროვი (2759), პიოტრ სვიდლერი (2739), დმიტრი ანდრეიკინი (2737), დმიტრი იაკოვენკო (2773), თეიმურ რაჯაბოვი (2731), ლენიერ დომინგესი (2726), ევგენი ტომაშევსკი (2716), რუსტამ კასიმჟანოვი (2705), ბაადურ ჯობავა (2697).

გრან პრის მესამე ეტაპის საპრიზო ფონდია 120.000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 20.000 ევროს დაიმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული