ეს საინტერესოა: ნიუ იორკის დიდი დღე

AutoSharing Option
12 დეკემბერი ისტორიული დღე გახდა ნიუ იორკისთვის. ამ ქალაქის ოთხმა დიდმა პროფესიულმა კლუბმა ისტორიაში პირველად, ერთ საღამოს ერთდროულად მოიგო თავისი მატჩი.

"ნიქსის" კალათბურთელებმა დაამარცხეს "ლეიკერსი" - 118:112. "რეინჯერსის" ჰოკეისტებმა გაანადგურეს "ნიუ ჯერსი" - 5:0.

ამერიკული ფეხბურთის გუნდმა "ჯაიენტსმა" "დალასს" მოუგო - 10:7, ხოლო "ჯეტსის" ფეხბურთელები "სან ფრანცისკოზე" ძლიერები იყვნენ - 23:17. მსგავსი რამ ნიუიორკული სპორტის ისტორიაში არ მომხდარა.

ნიუიორკული კლუბების მოგებების სია თეორიულად შეეძლოთ შეევსოთ "იანკისის" ბეისბოლისტებს და სოკერის კლუბებს - "ნიუ იორკ სიტისა" და "ნიუ იორკ რედ ბულს", თუმცა
დეკემბერში ბეისბოლსა და ევროპულ ფეხბურთში სეზონები არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული