ფორბსის რეიტინგი: მარია შარაპოვას მინუს 62

AutoSharing Option
ჟურნალმა "ფორბსმა" 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

წინა რეიტინგთან შედარებით მთავარი სიახლე ის არის, რომ რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა 62 პოზიციით დაქვეითდა და 88-ე ადგილს იკავებს. რუსი დოპინგის გამოა დისკვალიფიცირებული და თებერვლიდან მოყოლებული არ თამაშობს. ამ პრობლემების მიუხედავად, მან წელს 21.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ახალი რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. კრიშტანო რონალდო (ფეხბურთი) - 88 მლნ
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 81,4
3. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 77,2
4. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 67,8
5. კევინ დურანტი
(კალათბურთი) - 56,2
6. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი) - 55,8
7. კემ ნიუტონი (ამერიკული ფეხბურთი) - 53,1
8. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 52,9
9. ჯორდან სპიტი (გოლფი) - 52,8
10. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) - 50

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული