14 დეკემბერს იხილეთ ახალი ჟურნალი "ლელო week"

AutoSharing Option
შაბათს, 14 დეკემბერს, გამოდის ჟურნალ "ლელო week"-ის მეორე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ კვირის სახალისო ანალიზს;

ინტერვიუებს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებთან - ვლადიმერ გუცაევთან და რევაზ ჩელებაძესთან;

აქტუალური რჩება სანაკრებო თემა - კვლავ იმუშავებს თუ არა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია; ასევე გაურკვეველია კალათბურთელთა ნაკრებში იგორ კოკოშკოვის მომავალი;

ვაგრძელებთ სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის ბეჭდვას;

რუბრიკით - "თამაშგარე" - იბეჭდება წერილი "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას არასაფეხბურთო საქმიანობაზე, რაც უთუოდ დაგაინტერესებთ და კიდევ სხვა.

"ლელო week" არის 40-გვერდიანი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ფერადი
გამოცემა, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს განსხვავებული პროდუქტი სპორტულ გამოცემათა ბაზარზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული