დღის სუპერგოგონა: ყველაზე "ცეცხლოვანი" სპორტული კომენტატორი [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი საიტის დღევანდელი სუპერგოგონა 25 წლის მექსიკელი ასული რაკელ პომპლანია - ის აშშ-ის ერთ-ერთ სპორტულ ტელეარხზე ММА (Mixed Martial Arts)-ის ორთაბრძოლების კომენტატორია და თან, სპორტსმენებისგან ინტერვიუებსაც იღებს.

აი, თავისუფალ დროს კი ცეცხლოვანი მექსიკელი ფოტომოდელობასაც ახერხებს და სხვადასხვა გამოცემაში მთელ თავის მშვენებას წარმოაჩენს ხოლმე. ეს კი ამ გოგონას აშკარად არანაკლებ ეხერხება, ვიდრე რინგიდან რეპორტაჟის წაყვანა.

ახლახან პოპულარულმა მამაკაცურმა ჟურნალმა "პლეიბოიმ" რაკელს ტიტული Playmate of the Year 2013 მიაკუთვნა. ეს კი პატარა ამბავი რომ არაა, გეცოდინებათ. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ რაკელი ლათინოამერიკელი
ფესვების მქონე პირველი ასულია, რომელიც ცნობილმა გამოცემამ ასე გამოარჩია.

"პლეიბოიმ" ეშხიან ლამაზმანს, აღიარებასთან ერთად, 100 000 დოლარიც გადაუხადა და ავტომობილი Jaguar F-Type-იც უსახსოვრა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული