რა ღირს მოედნის დაჯავშნა სხვადასხვა სპორტული აქტივობისათვის?

AutoSharing Option
თუ სასურველი სპორტული აქტივობით დაკავებისგან ერთხელ მაინც შეგიკავებია თავი იმაზე ფიქრით, რომ მოედანზე მისულს სათამაშოდ ადგილი არ დაგხვდება, ეს ბლოგი სწორედ შენთვის არის. საქართველოში გაჩნდა სერვისი, რომლის მეშვეობითაც სპორტული მოედნების წინასწარ დაჯავშნა შეგიძლია და ქვევით სწორედ ამ სერსვისის უპირატესობებსა და ფასებზე ვისაუბრებთ.

სპორტული სტადიონის დაჯავშნის ფასები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: სპორტის სახეობაზე, მოედნის მდებარეობასა და ზომაზე, კეთილმოწყობაზე, პოპულარულობაზე, დაჯავშნის ხანგრძლივობასა თუ დამატებითი სერვისებით სარგებლობაზე. ახლა კი ყველაზე გავრცელებული სპორტული აქტივობებისთვის სტადიონის
დაჯავშნის ფასები დეტალურად განვიხილოთ.

ფეხბურთი

ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია და თუ მეგობრებთან ერთად სათამაშოდ წასვლას გადაწყვეტ, უნდა გაითვალისწინო, რომ სტადიონის ერთი საათით დაჯავშნის საფასური 50 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. ფასები იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ დღის რომელ მონაკვეთში გინდა ჯავშნის გაკეთება. როგორც წესი, დილის საათებში საფასური უფრო ნაკლებია.

მაგალითად, კუს ტბის სტადიონი 12 მოთამაშეს იტევს და 14:00-02:00 საათებში მოედნის დაქირავების საფასური 60 ლარია, ხოლო გლდანის სპორტული დარბაზის ქირაობა იმავე საათებში 100 ლარად არის შესაძლებელი. ფასის სხვაობას განაპირობებს ისიც, რომ გლდანის დარბაზში ფუტსალისა და ხელბურთის თამაშიც შეგიძლია და ასევე, ფოტოგრაფისა და ლიცენზირებული მსაჯის დაქირავების სერვისიც მოქმედებს.


კალათბურთი

როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც კალათბურთი ერთ-ერთი მოთხოვნადი სპორტის სახეობაა და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. კალათბურთის სტადიონის ონლაინდაჯავშნის ფასი 60-დან 160 ლარამდე მერყეობს, რაც საშუალებას მოგცემს, შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით აირჩიო მოედანი.

"დინამოს" აკადემიის A მოედანი შეგიძლია 150 ლარად დაჯავშნო და 5-5 კაცისგან შემდგარი გუნდებით ითამაშო. ადგილზე დაგხვდება სათამაშო ბურთიც. თუ მსაჯის დაქირავებასაც გადაწყვეტ, მომსახურება 50 ლარი დაგიჯდება.

ჩოგბურთი & გოლფი

ფეხბურთისა და კალათბურთისგან განსხვავებით, ჩოგბურთის კორტების 1 საათით ქირაობის ფასი შედარებით დაბალია და 25 ლარიდან იწყება. Კორტების დაჯავშნა შეგიძლია როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე ქობულეთშიც. სასტუმრო GEORGIA PALACE HOTEL & SPA QOBULETI-ს ტერიტორიაზე მდებარე კორტების ქირაობა 1 საათით 50 ლარი დაგიჯდება, სადაც სასტუმრო სტუმარს საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს.

სასტუმროს ტერიტორიაზე მინი-გოლფის მოედანიც დაგხვდება, რომლის დაჯავშნასაც 50 ლარად შეძლებ. ადგილზე დაგხვდება გოლფის სათამაშოდ საჭირო აქსესუარებიც. გაითვალისწინე, რომ მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობა ათია.

პადელი

პადელი შედარებით უცხო, თუმცა ძალიან სწრაფად მზარდი სპორტის სახეობაა. როგორც მოთამაშეები ამბობენ, პადელი აზარტული და ადვილად სათამაშო სპორტია და ამ სფეროში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მოსინჯოს ძალები. თბილისში პადელის სათამაშო კორტები ერთი წლის წინ გაიხსნა და ამჟამად არაერთ ლოკაციაზე შეხვდები. რაც შეეხება მოედნის დაჯავშნის ფასებს, თბილისის პადელის კლუბში 1 საათით 2 მოთამაშეს 40 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო 4 მოთამაშე 60 ლარად შეძლებს კორტების დაქირავებას. ფასი მოიცავს იმ ინვენტარს, რაც სათამაშოდ დაგჭირდება.

ფიგურული სრიალი

თუ განტვირთვისთვის და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად აქტივობას ეძებ, ფიგურული სრიალი საუკეთესო საშუალებაა. ყინულის მოედნის დაჯავშნა კი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლია. დღის საათებში 2-საათიანი ვიზიტის საფასური 2 ადამიანზე 14 ლარს შეადგენს, ხოლო საღამოს საათებში 32 ლარია. ფასში შედის ციგურების ღირებულებაც.

სპორტული აქტივობისთვის მოედნის დაჯავშნა გონივრული გადაწყვეტილებაა. ამ გზით დაზოგავ დროს და არც იმედგაცრუებული დარჩები, რადგან მოედანი ყოველთვის თავისუფალი დაგხვდება. ფასების არჩევანი კი საშუალებას მოგცემს, შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩიო სასურველი სივრცე და დრო პროდუქტიულად და სასიამოვნოდ გაატარო.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული