კლიმატის კონტროლი: როგორ აუმჯობესებს სახლის კომფორტს Wi-Fi მოდემი კონდიციონერებისთვის

AutoSharing Option
სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი მეშვეობით სულ უფრო
მეტი ოპერაციის შესრულება ხდება შესაძლებელი. მათ შორისაა თანამედროვე
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა.
დღეს ჩვენი სმარტფონებიდან შეგვიძლია დისტანციურად ვმართოთ მაცივარი, სარეცხი
მანქანა და მიკროტალღური ღუმელიც კი. თუკი ზოგიერთი ტექნიკის შორიდან მართვის
აუცილებლობა ეჭვის ქვეშაა, კონდიციონერების შემთხვევაში ეს ფუნქცია ნამდვილად
გამოგადგებათ. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით სწორედ კონდიციონერის Wi-Fi
მოდემებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მოწყობილობის დისტანციურ მართვას.

როგორ ხდება კონდიციონერის დისტანციური მართვა?
კონდიცირების კონტროლი Wi-Fi მოდემის საშუალებით შედგება ქმედებების ჯაჭვისაგან.
პირველ რიგში, უნდა დააინსტალიროთ აპლიკაცია ტელეფონზე
(Play Market-დან ან
AppStore-დან), რომელიც შექმნილია სპეციალურად თქვენი კონდიციონერის
მოდელისთვის. ასევე აუცილებელია სახლში ვიქონიოთ Wi-Fi როუტერი ინტერნეტ
კავშირის უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ კი უკვე შეძლებთ ისარგებლოთ
კონდიციონერის Wi-Fi მოდემით, რომელიც იღებს ბრძანებებს თქვენი სმარტფონიდან.

დისტანციური მართვისთვის დაგჭირდებათ:
კონდიციონერის Wi-Fi მოდემი;
სმარტფონი დაინსტალირებული აპლიკაციით;
Wi-Fi როუტერი ინტერნეტით.

ყველა კვანძის სამუშაო ჯაჭვში გაერთიანების პროცესი მითითებულია საოპერაციო
ინსტრუქციებში ან მობილური აპლიკაციაში. პროცედურა მარტივია და არ საჭიროებს
სპეციალურ ცოდნას. რამდენიმე მანიპულაცია და თქვენ უკვე შეგიძლიათ
დისტანციურად აკონტროლოთ კლიმატი სახლში!
Wi-Fi მოდემს კონდიციონერისთვის გთავაზობთ გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო
სისტემების კომპანია „ცელსიუსი“. მისი პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ
ვებგვერდზე.

კონდიციონერის Wi-Fi მოდემის უპირატესობები
კონდიციონერის Wi-Fi მოდემით მართვას გააჩნია მრავალი უპირატესობა, ჩამოგითვლით
ძირითად პუნქტებს:
კონდიციონერის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი
ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტი.
Wi-Fi Smart ფუნქციის არსებობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააპროგრამოთ
კონდიციონერი სასურველ ტემპერატურულ რეჟიმზე ერთი დღის ან სულაც
მთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კონდიციონერის მწყობრიდან გამოსვლის ან ავარიული სიტუაციების
შემთხვევაში, Wi-Fi მოდემები დაუყოვნებლივ გაჩვენებთ ავარიის მიზეზს ან
შეცდომის კოდს.
სხვადასხვა ოთახში ან თუნდაც ცალკეულ ობიექტებზე განლაგებული
კონდიციონერების ჯგუფის კონტროლი.

კონდიციონერის ფუნქციები, რომლებიც კონტროლდება Wi-Fi მოდემით:
მოწყობილობის ჩართვა და გამორთვა;
გათბობის/გაგრილების რეჟიმების გადართვა;
გაგრილების/გათბობის ტემპერატურის დაყენება და რეგულირება;
ვენტილატორის სიჩქარის შეცვლა;
ჟალუზის კუთხის შერჩევა;
მითითებული ტემპერატურის შენარჩუნება.

როგორც ხედავთ, Wi-Fi მოდემის დახმარებით კონდიციონერის მართვა გაცილებით
მოსახერხებელი და მარტივი გახდა. ახლა თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ოპტიმალური
ტემპერატურა სახლში თუნდაც საზღვარგარეთ ყოფნისას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული