ტოკიო 2020: იაპონელების მაგარი იდეა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები ძველი სმარტფონებისგან აპირებენ მედლების დამზადებას.

როგორც ირკვევა, 2014 წელს, იაპონიაში ძველი და ჩამოწერილი ელექტრონული ხელსაწყოებისგან 143 კილოგრამი ოქრო, 1566 კილოგრამი ვერცხლი და 112 ტონა სპილენძი მიიღეს. შედარებისთვის, 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის მედლების დასამზადებლად დაიხარჯა 9.6 კილოგრამი ოქრო, 1210 კილოგრამი ვერცხლი და 700 კილოგრამი სპილენძი.

Nikkei-ის მონაცემებით, იაპონელებს საკმარისზე მეტი აქვთ ჩამოწერილი ელექტროტექნიკა ათლეტებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად. ქვეყანა მსოფლიო ოქროს 16 პროცენტსა და ვერცხლის 22 პროცენტს მოიპოვებს გადამუშავებული გაჯეტების წყალობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული