რიო 2016: ოლიმპიადა გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიოს ოლიმპიური თამაშები გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა.

მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა. თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო.

ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას სწორედ იაპონია უმასპინძლებს.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ რიოს ოლიმპიადაზე 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული