რიო 2016: კიდევ ერთი იმედის გუნდი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ხვალიდან იწყებენ

AutoSharing Option
ხვალ, 19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებმებიან, რომელშიც ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით, 6 ფალავნით იასპარეზებს.

თუმცა ხვალ შეჯიბრებები მხოლოდ ორ წონაში - 57 და 74 კილოგრამებში გაიმართება. ხვალვე იასპარეზებს ჩვენი გუნდის მთავარი იმედი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, წინა ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57).

მის გარდა, რევაზ მინდორაშვილის შეგირდებიდან მედლის მოპოვებას ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილიც (74) შეეცდება.

20 აგვისტოს ოლიმპიური კვარცხლბეკის დაპყრობას 86 და 125 კილოგრამების ფალავნები, ანუ ჩვენგან ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი
სანდრო ამინაშვილი
(86), მძიმე წონაში კი ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი შეეცდებიან.

ოლიმპიადის ბოლო დღეს, 21 აგვისტოს ბრაზილიურ ხალიჩაზე ბოლო ორი წონის - 65 და 97-ის ფალავნებს ვიხილავთ. ამ წონებში საქართველოს სახელით, შესაბამისად, ზურაბ იაკობაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებენ.

ჩვენთვის მედლების საერთო რაოდენობის გაზრდის კიდევ ერთი იმედი ახლა სწორედ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებია. იმედია, ისინიც გაგვიმართლებენ ამ იმედს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია, საოცარი პატრიოტი ბიჭები არიან, არაჩვეულებრივად კარგი ქართველები და სპორტსმენები! მეც იმედი მაქვს მათი, ვიცი თავს არ დაზოგავენ!!!
დღევანდელის დღის ფერისცვალების მადლი გფარავდეთ, შეგეწიოთ და გაგამარჯვებინოთ!
Sophie
20:44 19-08-2016
0
მინიმუმ 3 მედალი რომ მოვიპოვოტ ამის რეალური შანსი გვაქ ისეთი ბიჭები არიან ამათ ვენაცვალე!!! (1 ოქრო უჭველი)
juve
19:02 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული