სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ საქართველოს მესამე მედალი მოუტანა

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს საქართველოს მესამე მედალია თამაშებზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე იაპონელ ტომოჰირო ინუეს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა, მეორეში კი შმაგიმ გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება შეძლო.

22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა. 1/8-ფინალში მან ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, 1/4-ფინალში კი 30 წლის ირანელი
ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

ამით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიოში გამოსვლა დაასრულა. დღესვე რევაზ ნადარეიშვილმაც (98) იასპარეზა, რომელიც ბრძოლას 1/8-ფინალში გამოეთიშა.
ასევე დაგაინტერესებთ