სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზა ქართველმა მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ.

თორღვაიძემ სამხტომში საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა - სამივე ცდა გააცუდა.

ფინალში გასასვლელად საკვალიფიკაციო ნორმატივი 16.95 მ-ს შეადგენდა. ფინალში ასპარეზობის უფლება საუკეთესო შედეგის მქონე 12-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიდან მძლეოსნობაში საკვალფიკაციო ეტაპზე 18 აგვისტოს ელით გამოსვლა ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს და სიმაღლეზე მხტომელ ვალენტინა ლიაშენკოს, 21 აგვისტოს მარათონულ რბენაში ცდის ძალებს დავით ხარაზიშვილი.