სხვადასხვა

ოლიმპიზმი

რიო 2016: მაიკლ ფელპსმა 22-ე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
31 წლის ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა რიოს ოლიმპიადაზე მე-4 მედალი მოიპოვა და ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობა 22-მდე აიყვანა.

ფელპსმა კომპლექსურ ცურვაში 200 მეტრზე საუკეთესო დრო (1:54:56) აჩვენა და იაპონელ მოცურავეს, კოსუკე ჰაგინოს თითქმის ორი წამით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფელპსმა აშშ-ის ნაკრებთან ორი ესტაფეტა და ბატერფლაიში 200 მეტრზე დისტანცია მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფელპსს შანსი აქვს, კიდევ ერთი მედალი მოიპოვოს. ამერიკელი მოცურავე ბატერფლაიში 100 მეტრზე დისტანციაზე უნდა გავიდეს.

- მაიკლ ფელპსი რომ ქვეყანა იყოს - რამდენ ქვეყანას უსწრებს მოცურავე