რიო 2016: სანდრო ბაზაძე 1/16-ფინალში კორეელთან დამარცხდა

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 1/16-ფინალში დამარცხდა მოფარიკავე (ხმალი) სანდრო ბაზაძე, რომელმაც დაძაბული შეხვედრა კორეელ კიმ ჯუნჰვანთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 14:15 დათმო.

სტარტზე ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე ქუთაისელმა სპორტსმენმა ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ სანდრო! არ ველოდი, წინა ოლიმპიადის ჩემპიონთან და საერთოდ ძალიან ტიტულოვან მეტოქესთან სულ ცოტა დაკლდა, თან რამდენჯერ მოუტრიალა ანგარიში. ასე განაგრძე გთხოვ და შემდეგზე ოქრო ჩვენია!!!
B-52
09:53 11-08-2016
0
მაგარი ბიჭია! სანდრო ყველას კიდევ გაგვაოცებს! ვინც უყურა მის ფარიკაობას, რაღაც პრობლემა ქონდა ამუნიციასთან. "ეს შენი პრობლემააო" მსაჯი ეუბნებოდა. შეგიძლიათ ვინმემ გაარკვიოთ რა მოხდა?
ქუთაისელი
09:30 11-08-2016
0

სიახლეები პოპულარული