24 ოქტომბერს ვაკის პარკში ველოფესტივალი გაიმართება

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება.

ველოფესტივალის ორგანიზატორია bikes.ge. ფესტივალი 11:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

ველოფესტივალი "Bike Fest 2015" არის ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს შეჯიბრებას ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა "Downhill"-სა და "Bunny Hop"-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენას, ფოტომოყვარულთა კონკურსსა და სხვა არაერთ საინტერესო და გასართობ აქტივობას.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ველოკულტურის განვითარებასა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ
სპორტსმენებს, ისე უბრალოდ, ველომოყვარულებს, რომლებსაც დროის სასიამოვნოდ და ჯანსაღად გატარება სურთ.

გათამაშდება ველოსიპედიც და ამას გარდა, ფესტივალი სტუმრებს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული