ტურ დე ფრანსი: სპრინტერების ეტაპი

AutoSharing Option
პროგნოზირებადი ჯგუფური სპრინტით დასრულდა მორიგი დღე ტურ დე ფრანსზე. წელს სპრინტერებს შორის დიდი კონკურენციაა, მაგრამ, ჯერჯერობით, ყველა გადამწყვეტ ბრძოლას ანდრე გრაიპელი იგებს და აიძულებს პეტერ საგანსა და მარკ კევენდიშს მეორეხარისხოვანი როლებით დაკმაყოფილდნენ.

გუშინდელი ეტაპი წინასწარ იყო განწირული საფინიშო სპრინტერული გარჩევისთვის. ეს პელოტონშიც კარგად ესმოდათ, ამიტომაც გაქცევის მცდელობები პრაქტიკულად არ ყოფილა. თან ძლიერი ქარი და წვიმაც არ უწყობდა ხელს ველომრბოლთა აქტიურობას.

შესაბამისად, ყველაფერი ბოლო მეტრებზე გაირკვა, როცა გრაიპელმა იდეალურად გათვალა დრო შეტევისთვის და თითქმის ერთი ბორბლით მოუგო მეორე ადგილზე გასულ საგანს.
ბრიტანელმა კევენდიშმა ისევ სუსტად იასპარეზა.

ლიდერის ყვითელი მაისურა ტონი მარტინმა შეინარჩუნა. დღეს 191-კილომეტრიანი ეტაპია აბვილიდან ჰავრამდე. მონაწილეებს მეოთხე კატეგორიის სირთულის რამდენიმე მთა ელოდებათ, ფინიშზე კი კილომეტრნახევრიანი სიმაღლის აღმართია, რაც თითქმის არ უტოვებს შანსს სპრინტერებს.

V ეტაპი
არასი-ამიენი. 189.5 კმ

1. ანდრე გრაიპელი (გერ, Lotto Soudal) - 4.39,00; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 3. მარკ კევენდიში (ბრიტ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო; 4. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, "კატიუშა") - იგივე დრო; 5. . ედვალდ ბუასონ ჰოგენი (ნორ, MTN Qhubeka) - იგივე დრო; 6. იონ დეგენკოლბი (გერ, Giant-Alpecin) - იგივე დრო... 19. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო... 22. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო; 27. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო; 28. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო... 32. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - იგივე დრო... 34. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო... 40. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო... 43. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - იგივე დრო... 48. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო... 52. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - 12.40,26; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +0,12; 3. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,25; 4. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,33; 5. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,38; 6. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - +0,40; 7. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +0,46; 8. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +0,48... 12. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +1,44; 13. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +1,50... 16. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +2,03; 17. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +2,08; 18. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +2,12...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული