ტურ დე ფრანსი: ტური რეკორდით დაიწყო

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სტარტი აიღო ისტორიაში 102-ე "ტურ დე ფრანმა". პირველი ეტაპი დროზე განცალკევებითი რბოლა იყო.

13.8 კილომეტრი დისტანცია საშუალო 55.45 კმ/სთ სიჩქარით დაფარა BMC-ის ავსტრალიელმა წევრმა როან დენისმა და სწორედ ის გახდა პირველი ეტაპის გამარჯვებული. მან უკან ჩამოიტოვა დროზე განცალკევებითი რბოლის სპეციალისტები - გერმანელი ტონი მარტინი და შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა.

საათში 55.45 კილომეტრი სარეკორდო სიჩქარეა, რაც აქამდე ტურ დე ფრანსზე ასეთი ტიპის ეტაპებზე დაფიქსირებულა. წინა რეკორდი 1994 წელს იყო დამყარებული. მაშინ 772 კილომეტრი სიგრძის ეტაპი საშუალოდ 55.15 კმ/სთ სიჩქარით
ბრიტანელმა კრის ბორდმენმა გაიარა.

I ეტაპი
უტრეხტი. 13.8 კმ
1. როან დენისი (ავსტრა, BMC) - 14,56; 2. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - +0,05; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, Trek Factory) - +0,06; 4. ტომ დიუმოლენი (ჰოლ, Giant-Alpecin) - +0,08; 5. იოს ვან ემდენი (ჰოლ, LottoNL-Jumbo) - +0,15; 6. ხონათან კასტროვიეხო (ესპ, Movistar) - +0,23; 7. მატიას ბრანდლი (ავსტრია, IAM Cycling) - იგივე დრო; 8. ადრიანო მალორი (იტა, Movistar) - +0,29...

II ეტაპი
უტრეხტი-ზელანდია. 166 კმ
1. ანდრე გრაიპელი (გერ, Lotto Soudal) - 3.29,03; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, Trek Factory) - იგივე დრო; 4. მარკ კევენდიში (ბრიტ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო; 5. დანიელ ოსი (იტა, BMC) - იგივე დრო; 6. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - იგივე დრო; 7. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 8. ტომ დიუმოლენი (ჰოლ, Giant-Alpecin) - იგივე დრო... 11. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,04... 13. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 14. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო... 44. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +1,28... 49. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო; 50. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო... 56. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, Trek Factory) - 3.44,01; 2. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - +0,03; 3. ტომ დიუმოლენი (ჰოლ, Giant-Alpecin) - +0,06; 4. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,33; 5. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +0,35; 6. დანიელ ოსი (იტა, BMC) - +0,42... 8. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,44... 10. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +0,48... 14. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +1,00... 33. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +2,09... 39. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +2,22... 44. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +2,27... 71. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +2,52...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული