მესტენდურთა მარცხი მსოფლიოზე

AutoSharing Option
ბელგრადში მიმდინარე მესტენდურთა მსოფლიოს პირველობა დასასრულს უახლოვდება, ჩვენთვის კი ის დღეს დამთავრდა, როცა სასანგრე სტენდზე სროლაში ჩვენი ვაჟები გამოვიდნენ. სამწუხაროდ, წარუმატებლად და .

ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გივი შენგელია გაისარჯა, რომელმაც 119 ქულა დააგროვა და 64-ზე გავიდა. მან შეჯიბრების პირველი ნახევარი შედარებით სუსტად ჩაატარა - 25-დან 2-2 სამიზნე დააცილა და 23-23 ქულა დააგროვა. მეორე ნახევარში მიზანი შესამჩნევად გამოასწორა - მესამე სერიაში სულაც ქულათა მაქსიმუმი, 25 გააკეთა, მომდევნო ორი კი 24-24-ით დაასრულა.

დავით ქვათაძე 118 ქულით 79-ზე გავიდა, პავლე ლაკიამ კი 113
დააგროვა, რაც 122 მონაწილეს შორის 107-ე შედეგი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული