მსროლელები გერმანიაში ვარჯიშობენ

AutoSharing Option
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე გერმანიაში, ქალაქ ბასუმში იმყოფებიან 10-დღიან შეკრებაზე, სადაც ადრეც ხშირად ყოფილან ანალოგიური განზრახვით.

მათი მიზანი 16-23 ივნისს მიუნხენში გასამართი მსოფლიოს თასის დასკვნითი - მეოთხე ეტაპისთვის მომზადებაა. სამწუხაროდ, უფულობის გამო გერმანიაში ვერც შეკრებაზე და ვერც შეჯიბრებაზე სხვა სპორტსმენების გაგზავნა ვერ მოხერხდა. ამიტომ მსოფლიოს თასზეც მხოლოდ ეს დუეტი გამოვა.

მომავალ შეჯიბრებას ნინო სალუქვაძისთვის წმინდა სატურნირო დატვირთვა ექნება, რადგან მარტის ბოლოს სიდნეიში ანალოგიურ შეჯიბრებაზე გაიმარჯვა, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა და
შემოდგომაზე ისევ მიუნხენში გასამართი მსოფლიოს სუპერფინალისაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული