დებიუტი წყალში - სინქრონული კაცები

AutoSharing Option
ორი დღეა, რაც რუსეთის ქალაქ ყაზანში სტარტი აიღო საწყლოსნო სპორტის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატმა. მეორე დღე ერთგვარად ისტორიული იყო. გამოვლინდა პირველი მამაკაცი ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში.

ოქროს მედალი გათამაშდა სადებიუტო დისციპლინაში - შერეულ წყვილებში. საერთოდ, სინქრონულ ცურვაში უკვე რვა წელია არც ერთი დიდი სტარტი არ წაუგიათ რუს სპორტსმენებს. და ნავსი სწორედ ამ უცნაური დისციპლინის შემდეგ გატყდა.

ამერიკელი ბილ მეი გახდა პირველი მამაკაცი ისტორიაში, ვინც სინქრონულ ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. მან ტექნიკურ პროგრამაში კრისტინა ჯონსთან ერთად 88.5108 ქულა მოიპოვა და უკან
ჩამოიტოვა რუსების დუეტი ალექსანდრ მალცევისა და დარინა ვალიტოვას შემადგენლობით (888.2986). მესამეზე გავიდა იტალიური წყვილი - მანილე ფლამინი და ჯორჯო მინიზინი (86.3640).

სხვათა შორის, ბილ მეი ყველაზე ტიტულოვანი მამაკაცია სინქრონულ ცურვაში. კრისტინა ჯონსი ერთად, მას მოგებული აქვს საფრანგეთისა და შვეიცარიის ღია პირველობა, მეორე ადგილი დაიკავა 1998 წელს კეთილი ნების თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული