სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახალი ჩემპიონი

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ნომერი სტიუარტ ბინემი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან 2005 წლის ჩემპიონ შონ მერფის სძლია.

როგორც გახსოვთ, ორი სესიის შემდეგ მერფი 9:8-ს იგებდა, მაგრამ მესამე სესიაში ყველაფერი შეიცვალა. ბინემი წინ გაიჭრა - 14:11, თუმცა მერფიმ თამაშში დაბრუნება შეძლო და 30 ფრეიმის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა - 15:15.

31-ე ფრეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ის საათზე მეტხანს გაგრძელდა და ბინემმა მოიგო. მომდევნო ორ პარტიაში კი მერფიმ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მისმა მეტოქემ კარგად გამოიყენა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. სტიუარტმა კარიერაში
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე ფინალი მოიგო - 18:15 და ახალი ჩემპიონი გახდა.

ბინემი სრულიად დამსახურებულად გახდა ჩემპიონი, რადგან გზად ჩემპიონობისკენ ძლიერ მეტოქეებს აჯობა: რობი უილიამსს, გრემ დოტს, რონი ო'სალივანსა და ჯად ტრამპს.

შონ მერფი-სტიუარტ ბინემი 18:15
პირველი სესია: 103(68)-44, 69(59)-51, 74(65)-5, 0-105(105), 15-68(56), 90(90)-0, 7-55,
მეორე სესია: 30-73(65), 74(74)-57(57), 106(106)-1, 121(121)-14, 97(51)-41, 1-76(76), 7-129(123), 0-113(89), 76(76)-0, 22-67(53)
მესამე სესია: 4-87(87), 40-68(51), 0-112(112), 23-95(50), 80(59), 0-87(87), 84(84)-0, 7-86(57).
მეოთხე სესია: 73-6, 6-102(102), 75-55, 68(64)-29, 76-0, 56-80, 3-68(55), 1-88(88).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული