თითქმის ევროპული ოლიმპიადა

AutoSharing Option
სპორტის საზაფხულო სახეობებში ევროპის პირველი გაერთიანებული ჩემპიონატი 2018 წელს ბერლინსა და გლაზგოში გაიმართება.

ტურნირის პროგრამაში გაერთიანებულია მძლეოსნობა, ველოსპორტი, ნიჩბოსნობა, საწყლოსნო სახეობები, ტრიატლონი და, შესაძლოა, გოლფი. ჩემპიონატი 12-დღიანია და ივლისის ბოლოს დაიწყება, ხოლო მისი პერიოდულობა იქნება - ოთხ წელიწადში ერთხელ. ამ ინფორმაციას მძლეოსნობის ევროპული ფედერაცია ავრცელებს.

ყოველ ჩემპიონატს ორგანიზებას გაუწევენ ცალკეული ფედერაციები და იმ ქალაქის ადმინისტრაცია, რომელიც ტურნირს მასპინძლობს. ვარაუდობენ, რომ პირველ ჩემპიონატში დაახლოებით 4500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 1500 ათლეტი მძლეოსნობაში გამოვა და მათ ბერლინი უმასპინძლებს, ხოლო სხვა სახეობების 2900
წარმომადგენელს გლაზგო მიიღებს.

ევროპული ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, რომელიც 2015 წლის ივნისში აზერბაიჯანში გაიმართება, გაერთიანებული ჩემპიონატი ორგანიზებას გაუწევს საწყლოსნო სახეობების ტურნირებს ელიტის დონეზე. ბაქოში კი ერთმანეთს შეეჯიბრებიან იუნიორები. გარდა ამისა, ველოსპორტი წარმოდგენილი იქნება ოთხივე ოლიმპიური სახეობით (შოსე, ტრეკი, BMX და მაუნტინბაიკი).

გაერთიანებული ჩემპიონატი შეცვლის ევროპის ჩემპიონატს მძლეოსნობაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული