მსოფლიოს 4-გზის ქართველი ჩემპიონი რუსეთში ქურდობის გამო დააკავეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში ფულის მოპარვის გამო დააკავეს.

შემთხვევა ქართულ ქუჩაზე, Грузинский Вал-ზე მდებარე კაფე "შოკოლადნიცაში" მოხდა, სადაც ღვინჯილიამ ერთ-ერთ კლიენტს 70 000 რუბლი მოპარა.

რუსული წყაროების ცნობით, აღნიშნული ფაქტი 4 იანვარს მოხდა და სამართალდამცველებს საქმის გამოსაძიებლად თვეზე მეტი დასჭირდათ.

კაფეში მყოფმა კლიენტმა, რომელიც ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორია, პოლიციას შეატყობინა კოსტიუმის ჯიბიდან 70 000 რუბლის დაკარგვის გამო.

ღვინჯილიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თანხა საკუთარი საჭიროებისათვის უკვე დახარჯა და პატრონს ვერ დაუბრუნებდა. პოლიციამ გაითვალისწინა სპორტსმენის აღიარებითი
ჩვენება და ის გაუსვლელობის ხელწერილით სასამართლომდე გაათავისუფლა.

1986 წელს თბილისში დაბადებული კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი და რუსეთის კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი ირაკლი ღვინჯილია, მეტსახელად "მამლუქი", თავიდან საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონიც იყო, თუმცა მერე რუსეთის სახელით გამოსვლა არჩია. 2004 წელს მან პირველად მოიპოვა K-1 ვერსიით კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არც შენი ერი არ უნდა შეარცხვინო მსოფლიოს 4გზის ჩემპიონმა კაცმა

არც არა-ჩემპიონმა

მაგრამ მოპარვა ხო კაიკაცობაა ჩვენში
araperi
09:52 17-02-2015
0
შეცვალეთ სურათი. შეცდომით დავით ქირიას სურათი გაქვთ ატვირთული. ეს ადამიანი არის არაჩვეულებრივი მებრძოლი და 2014 წლის ზაგრების ლეგენდარული ბრძოლოს გმირი. ასე რომ პატივი ეცით მას და სხვის დანაშაულს ნუ დააბრალებთ.
irakli
21:19 16-02-2015
0

სიახლეები პოპულარული